19:09 - 07 Jul, 2026
|
2017-10-29 10:29:59, 2219 ნახვა
სამართალი
თბილისის ინტერპოლმა ვისბადენის ინტერპოლის მიერ ძებნილი პირი დააკავა
თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სასაზღვრო-სამიგრაციო საკონტროლო გამშვები პუნქტი „სარფის“ თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ვისბადენის ინტერპოლის მიერ მიმდინარე წლის იანვრიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, 1983 წელს დაბადებული ე.ჩ. დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი ედება ნარკოტიკების შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მიზნით შენახვას გულისხმობს. ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
კიევში 7 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)