22:28 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-28 11:00:53, 1914 ნახვა

სამართალი
შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები დააჯილდოვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა.

„ჩვენ, ერთად, მძიმე ზაფხული გამოვიარეთ, რომლის ფონზეც კიდევ უფრო გამოიკვეთა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი და საქმისადმი თავდადება.

სტიქიასთან ბრძოლის დროს, ცაზე თქვენი ყოველი გამოჩენა იყო იმედი, ძალა და შედეგი... და ამ 2000-ზე მეტმა აფრენამ ყველას დაანახა, თუ რა შეუძლია სამშობლოსა და საქმის სიყვარულით გულანთებულ ადამიანს. იმ მძიმე წუთებში თქვენმა შვილებმა, ჩვენმა მომავალმა თაობამ, საკუთარი თვალით იხილა, თუ როგორ იქცევიან ნამდვილი გმირები.

თქვენ ხართ მაღალი კლასის მფრინავები, ეკიპაჟის წევრები, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ხშირად ვერტმფრენით წარმოუდგენელ მანევრს ასრულებთ განსაცდელში მყოფი ადამიანების დასახმარებლად.

როგორც მფრინავები ამბობთ, ავიაცია მიწიდან იწყება. იმ მძიმე დღეებში, სასაზღვრო პოლიციის პილოტების მხარდამხარ, დაუღალავად შრომობდნენ ის ადამიანები, ვინც საფრენი აპარატების საიმედოობასა და მზადყოფნას უზრუნველყოფს. დიდი მადლობა მათ.

ჩემთვის, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრისთვის, დიდი პატივია თქვენთან ერთად მუშაობა. თქვენ ყოველთვის ღირსეულად დგახართ ქვეყნის უსაფრთხოების, მშვიდობის, კეთილდღეობისა და სიძლიერის სადარაჯოზე“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ვიდეორგოლი.

ღონისძიებას შსს-ს სასაზღვრო პოლიციის დაჯილდოებული თანამშრომლების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics