|
2017-10-27 18:13:00, 2050 ნახვა
საზოგადოება
თბილისში DataFest Tbilisi 2017 ჩატარდება
15, 16 და 17 ნოემბერს თბილისში, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსში, მონაცემთა საერთაშორისო ფესტივალი - DataFest Tbilisi ჩატარდება. DataFest Tbilisi 2017-ს 400-მდე დამსწრე და 40-მდე საერთაშორისო სპიკერი დაესწრება 20 სხვადასხვა ქვეყნიდან. ფესტივალი ორგანიზაცია „ფორსეტის" და Digital Communication Network-ის ორგანიზებით ტარდება . ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი ბანკი. DataFest Tbilisi სამ დღეს გაგრძელდება. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციებიდან როგორებიცაა CNN და Facebook მოწვეული სპიკერები ისაუბრებენ მონაცემების, კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების შესახებ. მათ შორის იქნება ქართველი ვალენტინ გოგიჩაიშვილიც, რომელიც კომპანია Zalando-ს ინჟინერიის დეპარტამენტის უფროსია. ფესტივალის ფარგლებში იგეგმება ვორქშოპები, რომელსაც მოწვეული სტუმრები ჩაატარებენ. დამსწრეებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ მინიჰაკათონში და მონაცემთა ბაზის დამუშავებით სხვადასხვა აპლიკაცია და ციფრული ხელსაწყო შექმნან. მესამე დღეს გაიმართება პროექტ Ministry of Data-ს ფინალისტების პრეზენტაციები. Ministry of Data საერთაშორისო ჰაკათონია, რომელშიც 5 ქვეყნიდან შერჩეული გუნდები მონაწილეობენ. ჰაკათონში გამარჯვებულები ფესტივალის დასკვნით ნაწილში გამოვლინდებიან. DataFest Tbilisi 2017-ზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა ვებგვერდზე Tkt.ge შეუძლიათ. სტუდენტებისთვის მოქმედებს 50% - იანი ფასდაკლება. ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცის ნახვა შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: https://datafest.ge
(NS)
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)