|
2017-10-27 16:45:32, 2062 ნახვა
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი კატალონიის ავტონომიის გაუქმებას ითხოვს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი, ქვეყნის პარლამენტს მოუწოდებს, კონსტიტუციის 155-ე მუხლი აამოქმედოს, რომელიც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის შეჩერებას ითვალისწინებს, - ამის შესახებ პრემიერმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. BBC-ის ინფორმაციით, რახოიმ აღნიშნა, რომ ქვეყნის სენატმა საგანგებო ზომები უნდა აამოქმედოს. მანვე განმარტა, რომ აღნიშნული ზომები კატალონიის ლიდერის კარლეს პუჩდემონის, ასევე პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითვალისწინებს. რახოიმ კატალონია "ოჯახების დაყოფაში" და საზოგადოების აღრევაში დაადანაშაულა. მედია საშუალების ინფორმაციით, როგორც კი 155-ე მუხლი ამოქმედდება, კატალონია ესპანეთის ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადავა. კერძოდ, კი ესპანეთს დაექვემდებარება კატალონიის ბიუჯეტი, პოლიცია და სახელმწიფო მედია. „155-ე მუხლის ამოქმედება არ არის ის შემთხვევა, რომელიც რეგულარულად ხდება: ეს ხდება პირველად 1978 წლის შემდეგ. ჩვენ განსაკუთრებული გადაწყვეტილების წინაშე ვართ, რომელიც მივიღეთ იმიტომ, რომ შეიქმნა განსაკუთრებული და სერიოზული ვითარება“, - განაცხადა მარიანო რახოიმ. მედიის ცნობით, სენატი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას მხარს დაუჭერს. გარდა ამისა, შაბათს შესაძლოა პუჩდემონისა და მარიანო რახოის დებატები ჩატარდეს. შეგახსენებთ, რომ კატალონიაში ე.წ. რეფერენდუმი 1 ოქტომბერს ჩატარდა. მასში მონაწილეობა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ესპანეთიდან გამოყოფას ამომრჩევლების 90%-მა დაუჭირა მხარი. ამასთან, ე.წ. რეფერენდუმი დაძაბულ ვითარებაში, შეტაკებების ფონზე წარიმართა. მომხდარი შეტაკების შედეგად, დაშავებულთა რიცხვი 893 შეადგენს, მათ შორის არიან სამართალდამცველებიც. კატალონიის რეგიონალურმა ხელისუფლებამ 2,300 საარჩევნო უბნის გახსნა მოახერხა, საიდანაც პოლიციამ 400-მდე საარჩევნო უბანი დახურა. ოფიციალური მადრიდი, ისევე როგორც ევროკავშირი პლებისციტს არ აღიარებენ და არაკანონიერს უწოდებენ. ამასთან, 10 ოქტომბერს კატალონიის მეთაურმა კარლეს პუჩდემონმა რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მოაწერა.
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)