12:10 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 16:12:30, 2270 ნახვა

საზოგადოება
„ენის სახელმწიფო დეპარტამენტის“ თავმჯდომარედ პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაინიშნება

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ენის სახელმწიფო დეპარტამენტის" თავმჯდომარის პოსტს პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი დაიკავებს. 
 
„სახელმწიფო ენის შესახებ" კანონის შესაბამისად, დეპარტამენტის თავმჯდომარეს ევალება, ჩამოაყალიბოს სტრუქტურა, მოამზადოს დეპარტამენტის დებულება, ხოლო, სტრუქტურის დამტკიცების შემდეგ, შეარჩიოს თანამშრომლები არსებული  კანონმდებლობის შესაბამისად.
 
პროფესიით ფილოლოგი, პროფესორი გიორგი ალიბეგაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ფილოლოგიის  ფაკულტეტის დეკანი, ასევე თსუ-ს ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე  ფილოლოგიის მიმართულებით; სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიური  უნივერსიტეტის სასწავლო  დარგის  პრორექტორი; წლების განმავლობაში ასწავლიდა ქართულ ენასა და ლიტერატურას სხვადასხვა საჯარო  და საავტორო სკოლაში; კითხულობს ლექციებს საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ  უნივერსიტეტში. 2013-დან დღემდე იკავებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics