18:05 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-27 11:02:15, 2236 ნახვა

პოლიტიკა
ესპანეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს

ესპანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. წარმომადგენლობის ბარსელონაში გახსნის თაობაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცხინვალის რეგიონი არის საქართველოს განუყოფელი ნაწილი, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს და შესაბამისად, მას ვერ ექნება რომელიმე სახელმწიფოშიწარმომადგენლობის ქონის უფლება.


„ესპანეთი ისევე, როგორც ევროკავშირის დანარჩენი წევრი ქვეყნები, „სამხრეთ ოსეთს" მიიჩნევს საქართველოს განუყოფელ ნაწილად. „სამხრეთ ოსეთი" არ არის აღიარებული გაეროს წევრი თითქმის არცერთი ქვეყნის მიერ.საქმე ეხება დე-ფაქტო ერთეულს, რომელსაც საერთაშორისო სამართლის თანახმად, არ გააჩნია ე.წ. წარმომადგენლობის ქონის უფლება ევროკავშირის არცერთ ქვეყანაში და საერთაშორისო თანამეგობრობის წევრ თითქმისარცერთ სახელმწიფოში. ესპანეთი კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“,-ნათქვამია მადრიდის განცხადებაში.

 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics