|
2017-10-27 11:00:00, 1702 ნახვა
საზოგადოება
ქუთაისში პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა
Impact Hub Tbilisi-სა და Garage48-ის ორგანიზებით, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში პირველი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი გაიხსნა. სტარტაპ ბანაკი - ეს არის ინტენსიური კურსი, რომელიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების განვითარებას და სტარტაპის დასაწყებად საჭირო ძირითადი ცოდნის მიღებას. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად უკვე დარეგისტრირდა 60-მდე მსურველი. მონაწილეები ოთხი დღის განმავლობაში ინტენსიურად იმუშავებენ საერთაშორისო მენტორებთან ერთად. პროექტს ახორციელებს Impact Hub Tbilisi და Garage48. ოფიციალური პარტნიორია თიბისი ბანკის პროგრამა სტარტაპერი. მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ,საერთაშორისო განათლების ცენტრი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდეგი სტუდენტური სტარტაპ ბანაკი 16-19 ნომბერს ბათუმში გაიმართება. ასევე, ბათუმი უმასპინძლებს ფინალურ ჰაკათონს დეკემბერში, სადაც პროგრამისტები, დიზაინერები, მარკეტერები, მეწარმეები და პროექტ-მენეჯერები განავითარებენ კრეატიულ იდეებს დაშექმნიან სამუშაო პროტოტიპებს. Garage48 ღონისძიებების სერიაა, რომელიც 2010 წლის აპრილში ესტონეთში დაიწყო და მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყნაში ტარდება. წლების განმავლობაში, პროექტის ფარგლებში არაერთი საინტერესო იდეა განხორციელდა და შეიქმნა რამდენიმე წარმატებული სტარტაპი. პროექტის მიზანია მეწარმეობისა და სტარტაპ კულტურის ხელშეწყობა და ადამიანებისთვის იმის სწავლება, თუ როგორ შეიძლება მოკლე ვადებში იდეა პროტოტიპად აქციონ.
(NS)
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)