|
2017-10-26 17:02:24, 1864 ნახვა
პოლიტიკა
ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოს დეკემბერში ეწვევა
უახლოეს მომავალში საქართველოს ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრები და იერუსალიმის მერი ეწვევიან - ამის შესახებ განცხადება მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარემ, ჰილიკ ბარმა გააკეთა. ისრაელი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თანა თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დღეს ისრაელის სახელმწიფოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა, მის ქვეყანაში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. „ძალიან მოხარულები ვართ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მასპინძლობით, მან ისრაელში ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ის ისრაელის კარგი მეგობარია. ეს იყო მიზეზი იმისა, რომ ბევრი მედია საშუალება დაინტერესდა მისი ვიზიტით. მოხარულები ვართ, რომ იყო აქტიური თანამშრომლობა ინვესტირების, ინოვაციების მიმართულებით. ვიზიტის მთავარი მიზანი იყო, გვენახა, როგორ ხდება თანამშრომლობა ქნესეთსა და საქართველოს პარლამენტს შორის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ, და მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, მუშაობს საქართველოს პარლამენტთან. ჩვენ დეკემბრის თვეში მოწვეულები ვართ საქართველოში, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ასევე, საქართველოში მიწვეულია იერუსალიმის მერი, თბილისში ისტორიული ვიზიტის განსახორციელებლად. ჩვენ ორი წლის წინ ვუმასპინძლეთ თბილისის მერს და ამ ვიზიტის ფარგლებში აქტიურად ვითანამშრომლეთ. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აქ იმყოფება, ეს ჩვენთვის დიდი პატივია. ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ ისრაელის ქნესეთში ყველა შესაძლო მიმართულებით ურთიერთობისა და თანამშრომლობის გასაღრმავებლად იერუსალიმსა და თბილისს, ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის",- განაცხადა ჰილიკ ბარმა.
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)