|
2017-10-26 13:05:00, 2136 ნახვა
საზოგადოება
ნუცუბიძის პლატოზე მამაკაცის გარდაცვალების დეტალებს მეზობლები იხსენებენ
ნუცუბიძის პლატოზე, დაკავების დროს გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლები მომხდარის დეტალებზე საუბრობენ. ისინი აცხადებდნენ, რომ გარდაცვლილი ნასვამ მდგომარეობაში იყო და პოლიციას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ერთ-ერთი მეზობლის, ქეთევან თოდრიას თქმით, როდესაც მამაკაცს სამართალდამცველები აკავებდნენ, თქვა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა, თუმცა მას არ დაუჯერეს. „შევესწარით ამ ფაქტს, რომ პოლიცია მას ხელებს უჭერდა, რო ეჯაჯგურებოდნენ თქვა დამანებეთ თავი ცუდად ვარო და ამ ცუდად ყოფნაში შავი იყო სახეზე. ჩვენ ვუყვიროდით რატო მიათრევთ დაანებეთ თავი. იმის მაგივრად სასწრაფო გამოეძახათ, პატრული მიათრევდა. რომ შეხედეს ახალგაზრდა იყო, ჩათვალეს რომ იტყუებოდა, არადა აშკარად შავი იყო სახეზე. ჩვენ გამოვიძახეთ სასწრაფო“, - აცხადებს გარდაცვლილის მეზობელი ქეთევან თოდრია. კიდევ ერთი პირი, რომელმაც გუშინ ადგილზე პოლიცია გამოიძახა, აცხადებს, რომ გარდაცვლილი პირი ხშირად სვამდა და იღებდა ფსიქოტროპულ წამლებს, რამაც შესაძლოა იმ მომენტში გულზე იმოქმედა და გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც გაავრცელა. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება
PSP-ს მხარადჭერით Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi ჩატარდა
საპატრიარქო - გაფართოებული კრების დროს მორწმუნეებს შეეძლებათ სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)