16:44 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 13:06:16, 1850 ნახვა

კომენტარი
კალაძე: ცვლილებები აუცილებლად იქნება, გუნდი ყურადღებას პროფესიონალიზმზე და კომპეტენციაზე გაამახვილებს

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მერიაში ცვლილებები აუცილებლად იქნება.

კალაძის თქმით, გუნდი ყურადღებას პროფესიონალიზმზე და კომპეტენციაზე გაამახვილებს.

ამასთან, მერობის კანდიდატი კონკრეტული რეფორმების დაკონკრეტებისგან თავს იკავებს.

„აუცილებლად იქნება რეფორმები და ჩვენი ყურადღება იქნება გამახვილებული მხოლოდ და მხოლოდ პროფესიონალიზმზე, კომპეტენციაზე და პატიოსნებაზე. შესაბამისად გარკვეული ცვლილებები იქნება, თუ რა ცვლილებები და რეფორმები იქნება, ეს როდესაც მერიაში მივალთ და ოფიციალურად უფლებამოსილება მოგვენიჭება, განვახორციელებთ ამ რეფორმებს და გავაჟღერებთ დაგეგმილ ცვლილებებსაც“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მერიაში თანამდებობების გადანაწილებას, კალაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებაც „ძალიან მალე იქნება მიღებული“.

კითხვაზე, რომელიც  გამგეობებსა და მერიაში პრემიერ-დანამატების აღებას ეხებოდა, კალაძემ უპასუხა, რომ „ეს არასწორი ინფორმაციაა“.

„ეს იყო წინასაარჩევნოდ გაჟღერებული დეზინფორმაცია ჩვენი გუნდის წინააღმდეგ. თქვენ შეგიძლიათ გამოითხოვოთ ხელფასები, დანამატები, პრემიები როგორ იყო 2014 წლამდე, მერიაში და თუნდაც საკრებულოში და შეადაროთ 2014 წლის შემდეგ შექმნილ სიტუაციას. თქვენ ნახავთ, თუ როგორი რის სხვაობა“, დასძინა კალაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics