2015-05-03 16:55:24, 358 ნახვა
პოლიტიკა
პოლიტსაბჭოს სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურა და მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს
მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის პარლამენტის მიერ ნდობის ხელახლა გამოცხადების პროცედურაზე იმსჯელეს კოალიცია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც კოალიციის ლიდერ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
პოლიტსაბჭოს წევრებმა განიხილეს მიმდინარე პოლიტიკური საკითხები და ისაუბრეს მთავრობის წევრების საზღვარგარეთ ვიზიტებთან დაკავშირებით, რომლებიც მომავალ კვირას იგეგმება.
საუბარი ასევე შეეხო რიგის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მოსამზადებელ სამუშაოებს და EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის ორგანიზებას, რომელსაც თბილისი – 13-15 მაისს უმასპინძლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან