16:44 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-25 10:01:53, 1822 ნახვა

კომენტარი
მეჭიაური ქუცნაშვილზე: ერთხელ დავიჭერ და ავანგრევ იმ ცხვირ პირს

„ერთიანი საქართველოსთვის“ თიანეთის მერობის კანდიდატი, თამაზ მეჭიაური ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს ეხმაურება.

„არჩევანთან“ საუბარში თამაზ მეჭიაური სიცრუეს უწოდებს ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც  „ქართულ ოცნებაში“  მეჭიაური მან  მიიყვანა. მეჭიაურმა ყოფილი თანაგუნდელი მწვავედაც გააკრიტიკა:

„პატრიარქი არ მიხსენებია, რას დაჭორაობს ეგ, მე ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილმა მთხოვა, ცოტა კატეგორიულად და მასთან ურთიერთობის გაფუჭებას ვამჯობინე ასეთი ნაძირალა  გამხდარიყო დეპუტატი. რაც შეეხება ჩემს წარსულს, ოროთახიანი ხრუშჩოვკიდან წამოვიყვანე, მაგან კიარ მიმიყვანა, მე მივიყვანე  პარლამენტში. 1995 წელს, როდესაც მე პირველად გავხდი პარლამენტარი, ეგ მყავდა ქაღალდების დამტარებლად საოლქო კომისიაში და ისიც ბოლომდე ვერ მიიყვანა. მაჟორიტარ ფრაქციაში იმიტომ შევედი, რომ იმ 4 კაციდან აპარატს რომ ეკუთნოდა, ერთი მაგისთვის, იურისტის ადგილი გამეკეთებინა. გავუკეთე, დამითმეს ეგ და იმის შემდეგ ერთ წელში უკვე გამყიდა. ვახტანგ რჩეულიშვილს რომ დავუპირისპირდი, ზუსტად იქ გამყიდა მაგან და დაარქვეს “პავკა მაროზოვი“ მაგის გამო. ორჯერ ვიყავი დეპუტატი და მესამე დეპუტატობაზე ჩემი მოწინააღმდეგის შტაბის უფროსად მომევლინა იმის სანაცვლოდ, რომ  სიაში ჩაწერეს.

ვის ჭირს მაგის მოსაყვანი. სად მნახა ჯერ ერთი მთვრალი მაგ ნაძირალამ. მე ქეიფიც ვიცი, კაპოტზეც მიქეიფია, მაგრამ   მთვრალი კაციშვილს არ ვუნახივარ. მთიელობას რო  იბრალებს ეგ კურდღელი, რისი მთიელია ეგ. იმდენ კაცს დააბრალა რაღაც, ახლა ღამეც ვეღარ შემოიპარება. ამის შემდეგ თიანეთში საერთოდ ვეღარ შემოვა. ეს კაცუნა დადის და სხვებზე ლაპარაკობს. ერთხელ დავიჭერ და ავანგრევ მაგ ცხვირ პირს მაგას“,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

მან ზაქარია ქუცნაშვილის ქონებაზეც ისაუბრა:

„პირველი დეკლარაცია რომ შეავსო , პირველი რაც ჩაწერა, ცოლის მზითევი იყო - "ჟილაია" და "სპალნა", თან დიდი თანხები მიუწერა, რომ ძალიან ძვირი იყო. მეტი არაფერი  ჰქონდა ჩასაწერი, ოროთახიანი "ხრუშჩოვკიდან" მივიყვანე პარლამენტში, ახლა გადახედეთ მაგის დეკლარაციას, ტომებია უკვე“, - აღნიშნა თამაზ მეჭიაურმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics