22:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-24 14:26:02, 2540 ნახვა

სამართალი
შსს ვანის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, დიდუბეში, ვანის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სპეცოპერაციის შედეგად ნარკოდანაშაულისთვის 1 პირია დაკავებული:

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული მ.ა. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 6 ნატეხი და 2 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ დაკავებულის მიერ გაყიდული, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-4 ნაწილით)“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics