|
2017-10-23 15:44:55, 2083 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძემ მერიაში საკადრო ცვლილებები დააანონსა
კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები განხორციელდება. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება მის გუნდს, როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინ იქნებიან მისი გუნდის წევრები და ვინ რა პოზიციას დაიკავებს მერიაში, ამის შესახებ საზოგადოებას ძალიან მალე მიაწვდის ინფორმაციას. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომპეტენტურობა, პროფესიონალიზმი, გამოცდილების მქონე ადამიანები. ძალიან ღია და გამჭვირვალე იქნება ეს პროცესები მთელი ოთხი წლის განმავლობაში. საკადრო ცვლილებები იქნება, იქნება ასევე რეფორმები, სტრუქტურული ცვლილებები. ძალიან ბევრი კომპეტენტური ადამიანი მუშაობს მერიაში და მაქსიმალურად შევეცდებით, ყველას პროფესიონალიზმი იქნას გამოყენებული ქალაქის საკეთილდღეოდ. კანდიდატებს რაც შეეხება, თუ ვინ იქნებიან ჩემი თანაგუნდელები, ვინ რა პოზიციას დაიკავებს გუნდში, ამაზე ძალიან მალე მოგახსენებთ დეტალურ ინფორმაციას“, - განაცხადა კახა კალაძემ. შეგახსენებთ, ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, თბილისის მერის არჩევნებში კახა კალაძემ გაიმარჯვა (51,13%).
სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს მოუწოდებს, ხელი შეუწყოს რუსული გავლენებისა და ნარატივების აღმოფხვრას
შიო III-ეს არის დიდი პატივიც და მძიმე ჯვარი
მიტროპოლიტი ისაია - მთავარი პრიორიტეტია საქართველოსთვის ზრუნვა, ვფიქრობ, ამ საქმეში პატრიარქი მარტო არ იქნება
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)