17:08 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-22 17:26:27, 2283 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე: აჭარის რეგიონში „ქართული ოცნება" უპირობო ლიდერია - მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისათვის

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მოსახლეობას არჩევნებში მხარდაჭერისა და ნდობისათვის მადლობას უხდის.

პატარაძემ მილოცვა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა:

„21 ოქტომბერი - კიდევ ერთი გამარჯვების დღეა. მინდა მთელს საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა - "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო" უპირობო ლიდერია როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით. მიხარია, რომ საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა უკეთეს მომავალს, სწრაფ განვითარებას, ძლიერ რეგიონსა და ძლიერ თვითმმართველობას.

როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენი რეგიონის მოსახლეობას ასეთი დიდი ნდობისა და მხარდაჭერისათვის. ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და მე მჯერა, რომ ჩვენი კანდიდატები ყველაფერს გააკეთებენ ამ ნდობის გამართლებისა და განმტკიცებისათვის!

21 ოქტომბრის არჩევნები არ არის მხოლოდ ერთი პარტიის გამარჯვება, ეს არის ქართული დემოკრატიის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი რეგიონის კიდევ ერთი გამარჯვება.

გილოცავთ ყველას ამ მნიშვნელოვან დღეს! ერთად გავაგრძელოთ ბრძოლა ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ!", - ნათქვამია ზურაბ პატარაძის განცხადებაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics