|
2017-10-22 16:14:36, 2044 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მასშტაბით 6 საარჩევნო ოლქში, სავარაუდოდ, მეორე ტურები გაიმართება
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგებით, უკვე გამოიკვეთა რამდენიმე ოლქი, სადაც, სავარაუდოდ, მეორე ტურები გაიმართება, ესენია: #29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი, #35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქი. კერძოდ, #29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე ზააგაშვილმა ხმათა 44,61% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 26.88%-ით, დიმიტრი ლორთქიფანიძე-კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობის კანდიდატი სანდრო ყამარაული გავიდა. #35 ხაშურის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გიორგი გურასპაშვილმა 41.54% მოაგროვა, მეორე ადგილი 18.59%-ით დამოუკიდებელმა კანდიდატმა რამაზ ნოზაძემ დაიკავა. #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ლევან ლიპარტიამ 40.54% მიიღო, ხოლო „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ზაზა ჩაჩანიძემ-40.23%. #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ბეგლარ სიორიძემ ხმათა 43.38% მოაგროვა, მეორე ადგილზეა დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ხმათა 41.76%-ით. #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნებში „ქართულმა ოცნების“ კანდიდატმა გიორგი ჭიღვარიამ 48.61% დააგროვა, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ-27.05%. #65 მარტვილის საარჩევნო ოლქში თვითმმართველი თემის მერობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ალექსანდრე გრიგალავამ 49.76% მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე ხმათა 35.81%-ით ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი მამუკა დანელია გავიდა.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)