2017-10-22 12:56:02, 2140 ნახვა
პოლიტიკა
ელისაშვილი: კახა კალაძეს გამარჯვებას ვულოცავ, ვუსურვებ, რომ წარმატებული მერი იყოს
თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს კახა კალაძეს თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.
ელისაშვილის თქმით, ბრძოლა წინასაარჩევნო პერიოდში უთანასწორო იყო.
"მე ახალი პოლიტიკური კულტურის დამკვიდრება მსურდა ყოველთვის, სიძულვილის და ზიზღის გარეშე საუბრის. ეს ახალი კულტურა იმასაც გულისხმობს, რომ ნებისმიერს უნდა შეეძლოს შედეგების ღირსეულად აღიარება. ამიტომ მე გამარჯვებას ვულოცავ კახა კალაძეს, ვუსურვებ რომ ის იყოს ამ ქალაქის წარმატებული მერი“,-განაცხადა ელისაშვილმა.
ავტორი: ,