2015-05-02 16:57:05, 347 ნახვა
პოლიტიკა
ხიდაშელი: ე.წ. „კაბელების საქმეზე“ ჩემი ნებისმიერი სიტყვა, სასამართლოზე ზეწოლად აღიქმება
„ნებისმიერი სიტყვა, რომელსაც მე ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით ვიტყვი, აუცილებლად აღქმული იქნება, როგორც სასამართლოზე ზეწოლა“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის პოსტზე წარდგენილმა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ამაზე მე გუშინ გავაკეთე კომენტარი და ჩემი მინისტრობის განმავლობაში ყოველ დილა-საღამოს თუ არ დამისვამთ ამ კითხვას, თქვენც მოიგებთ დროს და მეც. მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი, საქმე არის პროკურატურასა და სასამართლოში. შესაბამისად, ნებისმეირი სიტყვა, რომელსაც ამ საქმეზე ვიტყვი, იმის მიუხედავად თუ რას ვიტყვი, აუცილებლად იქნება აღქმული რომელიმე მხარის მიერ, როგორც ზეწოლა სასამართლოზე. მე ეს არასდროს გამიკეთებია და არც ახლა დავარღვევ ამ პრინციპს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან