|
2015-01-16 09:56:23, 2946 ნახვა
ეკონომიკა
ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს
ევროკავშირი საქართველოს 44.5 მილიონი ევროს მოცულობის გრანტს გამოუყოფს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საფინანსო შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს "ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის" (DCFTA) განხორციელებაში და კერძო სექტორის განვითარებაში. საფინანსო შეთანხმების ხელმოწერით, იწყება 44.5 მლნ ევროს მოცულობის ახალი პროგრამა, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში კერძო სექტორის განვითარებას და მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების გაძლიერებას ახალ მარეგულირებელ გარემოსთან ადაპტაციის პროცესში. სექტორული პოლიტიკის მხარდაჭერის პროგრამა ასევე გააუმჯობესებს ვაჭრობასა და კერძო სექტორთან დაკავშირებული ინსტიტუტების ფუნქციონირებას და უზრუნველყოფს ეკონომიკურ ინტეგრაციას დაბრუნებული მიგრანტების, ბიზნესმენი ქალებისა და ახალგაზრდა მეწარმეებისთვის.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)