16:49 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:51:02, 2138 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად  მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია,-ასე აფასებს ცენტრალური საარჩევნო კომისია  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესს.

როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა,  გამოვლინდა მხოლოდ   ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევები, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას შესაბამისი რეაგირება ექნება.

„რაც მთავარია, ამომრჩეველს თავისუფლად შეეძლო მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა“,-აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 1 570 500 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ.

არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics