09:35 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-21 21:26:39, 2206 ნახვა

საზოგადოება
ცესკო პირველადი მონაცემების გამოქვეყნებას ღამის 2 საათიდან ვარაუდობს

ცენტრალური საარჩევნო კომისია ვარაუდობს, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნება  ღამის 02:00 საათიდან დაიწყება.

ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა მიმდინარეობს. შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.

20:00 საათის მდგომარეობით,  ამომრჩეველთა აქტივობამ 45,64% ( 1 570 500 ამომრჩეველი) შეადგინა.

ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ,  64 საკრებულოს 2058 წევრი და 64 მერი აერჩიათ.

არჩევნები საერთო ჯამში 3634 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, მათ შორის, 10 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 440 123 ამომრჩეველი იყო  რეგისტრირებული.

არჩევნებს დააკვირდა საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს აშუქებს 4 820 ჟურნალისტი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics