|
2017-10-21 21:07:15, 1911 ნახვა
პოლიტიკა
მელია: „ქართულმა ოცნებამ“ სუს-ის თანამშრომლებთან და კრიმინალურ ელემენტებთან ერთად წარმოუდგენელი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა
„დავესეხები ზალიკოს და ვიტყვი, ვერავინ ვერასოდეს დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა კახა კალაძეს მისცა ხმა“,-ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ნიკა მელია ეგზიტპოლების შედეგებს. მელიას თქმით, დღეს მთელი დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე არჩევნები დარღვევებით მიმდინარეობდა. „არაფერი განსხვავებული და მოულოდნელი არ იხილა საზოგადოებამ დღეს. დარწმუნებული ვარ იგივე ოპერიდან დარღვევები ჯერ კიდევ წინ აქვს ათასობით დამკვირვებელს და კომისიის წევრს. შესაძლოა 5-6 საათის განმავლობაში გაგრძელდეს ბიულეტენების თვლა. „ქართულმა ოცნებამ“ თავის აქტივისტებთან, კრიმინალურ ელემენტებთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად წარმოუდგენელი მასშტაბის სპეცოპერაცია ჩაატარა. არა იმიტომ რომ მე ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, პირველ რიგში მე ვარ ამ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანი, მე ვარ თბილისელი, ძალიან კარგად ვიცნობ თბილისელების განწყობას და ვერავინ ვერასოდეს ვერ დამაჯერებს, რომ არჩევნებზე მისულმა ყოველმა მეორე ადამიანმა მხარი დაუჭირა კახი კალაძეს. შევესწარი ფაქტს, როდესაც კონკრეტულ თანხმას 5000 დოლარს იხდიდნენ შემდეგი ღონისძების გატარებაში. თუ კი „ქართული ოცნების“ ესა თუ ის აქტივისტი 100 პირადობის მოწმობას მოიპოვებდა და აღებდა გარანტიას, რომ ეს 100 ადამიანი არ გამოცხადდებოდა არჩევნებზე ამაში იხდიდნენ საფასურს. ერთის მხრივ შანტაჟით, მუქარით, დაშინებით, მოსყიდვით რასაც თვალყურს ვადევნებდით მთელი განმავლობაში, პრაქტიკულად პირდაპირ ეთერში, როდესაც ადამიანი ხმას აძლევდა საარჩევნო უბანზე, პრაქტიკულად თავზე ედგა „ქართული ოცნების“ აქტივისტი. მსგავსი რამ წინა არჩევნებზე არასოდეს არ ყოფილა“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
კობახიძე - დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა
ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები შიო მესამეს - დღეიდან თქვენ გაკისრიათ საპატიო მისია, უხელმძღვანელოთ დედა ეკლესიას, იყოთ ერის და ბერის სულიერი მამა
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)