|
2017-10-21 20:21:43, 1980 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ხმის მიცემის პროცესი შეაფასა. პრემიერის თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. მან მოსახლეობას აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა მთელ საქართველოს მივულოცო, რომ არჩევნები მშვიდობიან, დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. ეს არის დემოკრატიისკენ გადადგმული კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს აქტივობისთვის და მაღალი სამოქალაქო კულტურისთვის. “ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით 2012 წლიდან საბოლოოდ შეცვალა საქართველოში არჩევნების არსი და არჩევანის უფლება დაუბრუნა ხალხს. სწორედ "ქართული ოცნების" პოლიტიკური ნებაა არჩევნები სამართლიან, მშვიდობიან, კონკურენტულ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება“,-განაცხადა პრემიერმა.
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
შიო მუჯირი 22 ხმით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდა
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)