2017-10-21 13:01:59, 1984 ნახვა
პოლიტიკა
ხვალ ეუთო-ს სადამკვირვებლო მისია წინასწარი ანგარიშის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წევრის კორნელია იონკერის განცხადებით, ხვალ მისია წინასწარი ანგარიშის შესახებ პრესკონფერენციას გამართავს.
როგორც იონკერმა აღნიშნა, დღეს მისია საარჩევნო პროცესს მთელი დღის განმავლობაში დააკვირდება.
"მე ვარ ეუთო-ს მისიიდან, რომელიც ამ არჩევნებს აკვირდება. ჩვენ უკვე დიდი ხანია ჩამოვედით და წინასაარჩევნო გარემოც შევისწავლეთ. ბუნებრივია ახლა საარჩევნო უბნებზე ვიმყოფებით. დღეს მთელ პროცესს დავაკვირდებით და ხვალ უკვე წინასწარი ანგარიშის შესახებ პრესკონფერეენციაზე ვისაუბრებთ", - განაცხადა ეუთო-ს წარმომადგენელმა.
ავტორი: ,