2017-10-21 10:30:38, 1903 ნახვა
საზოგადოება
კომისიის მდივნის დაგვიანების გამო, კრწანისის მე-3 უბანზე ხმის მიცემა დროულად ვერ დაიწყო
თბილისში, კრწანისის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურა დაგვიანებით დაიწყო.
უბნის დაგვიანებით გახსნის მიზეზი საარჩევნო კომისიის მდივნის დაგვიანება გახდა.
ცნობისთვის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით უბნის დაგვიანებით გახსნა კიდევ 3 შემთხვევაში დაფიქსირდა. კერძოდ: ნაძალადევის #49-ე უბანზე, ბათუმის #38-ე და გორის #90-ე უბანზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს. მოქალაქეები 64 საკრებულოს 2 058 დეპუტატს და 64 მერს პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩევენ.
ავტორი: ,