2017-10-21 09:46:38, 1979 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია: ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას
„ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.
მან ხმა ფალიაშვილის ქუჩაზე, 165-ე საჯარო სკოლის შენობაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცა.
„ხმა მივეცი იმ რწმენის დაბრუნებას, რომ ჩვენი ქალაქი ჩვენვე შეგვიძლია გავხადოთ მოხერხებული, სამართლიანი, ადამიანებზე ორიენტირებული და იმ ხედვას, რომელიც მგონია, რომ ამას მოიტანს. ძალიან გულანთებული ვარ იმისთვის, რომ ეს მანდატი მივიღო და შევუდგე საქმის კეთებას“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ავტორი: ,