|
2017-10-19 22:44:11, 1763 ნახვა
საზოგადოება
ჯანელიძე: 90-იანი წლების მერე ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს განვითარების მამოძრავებელ ძალას
"ვამაყობ, რომ წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა ევროკავშირისადმი ძლიერი ენთუზიაზმით განსმჭვალულ ქვეყნებს შორის', - ამის შესახებ ვიცე-პრემეირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 80% უჭერს მხარს. "ეს განსაკუთრებული ნდობა ევროპისა და ქვეყნის ევროპული მისწრაფების მიმართ არ შენელებულა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე კიდევ უფრო განმტკიცდა. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან მოყოლებული, სწორედ ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოსა და მისი ახალგაზრდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების ძირითად მამოძრავებლ ძალას. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაცია სწორედ ქვეყნის ევროპული სწრაფვისა და ამ სულისკვეთების ხარჯზე განხორციელებული რეფორმების ძალისხმევის შედეგია", - განაცხადა ჯანელიძემ. მისი განცხადებით, ბოლო 3 წლის განმალობაში საქართველომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მიერ შემოთავაზებული შესაძლებლობების უმეტესი ნაწილი განახორციელა. "ეს გახლავთ აცოსოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტის ჩათვლით, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ევროკავშირთან, ენერგო გაერთიანებაში გაწევრიანება და სხვა", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამ ყველაფერმა უკვე განაპირობა პოზიტიური ცვლილებები საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სოციალურ სფეროებში. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროპარლამენტში სიტყვით ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში გამოვიდა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე მოხსენების შემდგომ მინისტრმა ევროპარლამენტარების კითხვებს უპასუხა.
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)