13:41 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 21:01:28, 1912 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტმა "მოსახლეობას ოპოზიციის მხარდაჭრისკენ მოუწოდა". ამის შესახებ კობახიძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა. 

კითხვაზე თუ ვინ არის გიორგი მარგველაშვილის ფავორიტი პარტია, კობახიძემ აღნიშნა, რომ "ამის შესახებ დაახლოებითი წარმოდგენა აქვს".  

"მე დაახლოებით მაქვს წარმოდგენა, ვინ არის მისი ფავორიტი. მე ძალიან მაინტერესებს, ვისი მხარდაჭერისკენ მოუწოდა გიორგი მარგველაშვილმა ქართულ საზოგადოებას - ეს არის ერთი „ნაციონალური მოძრაობა, მეორე „ნაციონალური მოძრაობა“, „პატრიოტთა ალიანსი“, „ლეიბორისტული პარტია“ თუ „დემოკრატიული მოძრაობა“. თუმცა როგორც 2016 წელს დამარცხდა გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნებში, ასევე დამარცხდება ის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც. სხვათა შორის, ის დამარცხდა 2013 წელსაც საპრეზიდენტო არჩევნებში, იმიტომ, რომ მაშინ ხალხმა აირჩია არა გიორგი მარგველაშვილი, არამედ „ქართული ოცნება“ და ეს იყო მარგველაშვილის დამარცხება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics