07:50 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-19 19:02:08, 1784 ნახვა

საზოგადოება
არჩილ ხანდამაშვილი: მე ჩემს ხალხს იმაზე მეტს გავუკეთებ, ვიდრე დაგეგმილი მაქვს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის მერობის კანდიდატი არჩილ ხანდამაშვილი წინა საარჩევნო კამპანიის ფარგლებში აგრძელებს შეხვედრებს.

ქალაქ გურჯაანის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან რამაზ უტიაშვილთან ერთად შეხვდა კარდაკარის პრინციპით, მოინახულა რეაბილიტირებული ნატო ვაჩნაძის მუზეუმის ეზო. მერობის კანდიდატი ასევე შეხვდა ღვინის ქარხნის ,,გრუზვინპრომის“თანამშრომლებს და მათ სამომავლო გეგმები გააცნო, დღის ბოლოს კი ვაზისუბნში ჭავჭავაძისეული შატოს მშენებლობას მაჟორიტარ დეპუტატთან დავით სონღულაშვილთან ერთად ესტუმრა.

,,მე ჩემს ხალხს იმაზე მეტი უნდა გავუკეთო, ვიდრე დაგეგმილი მაქვს. მე ოთხი წლის მერე   ვიქნები გამარჯვებული,  როცა არსებული პრობლემი სრულად იქნება მოგვარებული.  ბევრი შრომა დაგვჭირდება, მაგრამ ჩვენ შევძლებთ გურჯაანის აშენებას, ჩვენ მოვიტანთ ბევრ პროექტს, რომლითაც შევძლებთ თქვენთან ერთად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გაცოცხლებას. მე პრობლემებს თავს არ დავანებებ იქამდე, სანამ თითოეული მათგანი არ იქნება მოგვარებული,“- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

,,ბატონ არჩილს აქვს ისეთი სამომავლო გეგმები, რომელიც აუცილებლად წაადგება ჩვენს მუნიციპალიტეტს,“-განაცხადა ქალაქ გურჯაანის მაცხოვრებელმა თამარ ჯახოშვილმა.

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics