06:56 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 13:37:28, 2011 ნახვა

საზოგადოება
მერია: ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, ქალაქს კიდევ ერთი საზოგადოებრივი სივრცე დაუბრუნდა

საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თბილისის მერიამ, ადგილმონაცვლეობის საფუძველზე, დედაქალაქს კიდევ ერთი  მიწის ნაკვეთი დაუბრუნა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კერძოდ,  სანზონის დასახლებაში, მე-6 კორპუსის მიმდებარედ არსებულ 1101 კვ. მეტრ მიწის ნაკვეთს  კვლავ საერთო  სარგებლობის ფუნქცია მიენიჭება, გამწვანდება და დასასვენებელ სივრცედ განვითარდება.

„დაახლოებით, 15 წლის წინ გასხვისებული ტერიტორიის დაბრუნების შესახებ დაპირება თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ ადგილობრივ მოსახლეობას ერთი წლის წინ მისცა. ამ პერიოდის განმავლობაში, კერძო მესაკუთრესა და მუნიციპალიტეტს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ტერიტორიის მესაკუთრეს თბილსის მერიამ სანაცვლოდ ვარკეთილში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ დედაქალაქს 2014-2017 წლებში, ჯამში, 50 000 კვ.მ ტერიტორია დაუბრუნა, მათ შორისაა, დიღმის გასხვისებული ტყე-პარკის ნაწილი“,-ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics