12:49 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-18 12:55:34, 2879 ნახვა

მსოფლიო
ჯორჯ სოროსმა ფონდ „ღია საზოგადოებას“ საკუთარი კაპიტალის 80% გადასცა

ამერიკელმა მილიარდერმა და ქველმოქმედმა ჯორ სოროსმა საკუთარი კაპიტალის 80%, რაც 18 მილიარდ დოლარს შეადგენს, ფონდს "ღია საზოგადოება"-ს გადასცა, - ამის შესახებ The New York Times იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, ეს ყველაზე დიდი შემოწირულებაა, რაც კი სოროსს ერთი კერძო ფონდისთვის მიუცია.

მედიის ცნობით, აღნიშნული ტრანსფერი სოროსმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ განახორციელა, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ გუშინ გახდა ცნობილი. ამით, ფონდმა ამერიკის მასშტაბით, ბილ გეითსის ფონდის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. 

ცნობისთვის, ფონდი "ღია საზოგადოება", რომელიც ჯორჯ სოროსმა 30 წლის წინ დააარსა, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით 120 ქვეყანაში მუშაობს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ფონდი ძალიან დიდ ყურადრებას აქცევს ამერიკიაში გეებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვას. 

აშშ-ში სოროსი არა ერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი რესპუბლიკური პარტიის, ულტრამემარჯვენე ორგანიზაციებისა და პოლიტიკოსების მხრიდან, რადგან ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს და დემოკრატიულ პარტიას შემოწირულობების სახით ეხმარებოდა. 

როგორც გამოცემა წერს, სექტემბრის დასაწყისში 80 ათასზე მეტმა ამერიკელმა სოროსის ტერორისტად გამოცხადებაც კი მოითხოვა.

ჯორჯ სოროსის წინააღმდეგ კამპანიები ამერიკის გარდა,მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც მიმდინარეობს. ასე მაგალითად, 13 ივნისს უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებზე კონტროლს ამკაცრებს. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება იმ ორგანიზაციებს, რომელთაც მხარს უჭერს ჯორჯ სოროსი. 

ცნობისთვის, ფონდი "ღია საზოგადოება საქართველოშიც" მუშაობს. გარდა ამისა, სოროსის წინააღმდეგ "ქართველთა მარშის" წევრებიც გამოდიან და სოროსის მიერ დაფინანსებული ფონდების დახურვას ითხოვენ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
კობახიძემ მოიტყუა როცა თქვა, რომ 2011 წლის აქციის დარბევაზე დასავლეთს და ევროპულ სტრუქტურებს რეაქცია არ ჰქონიათ
კობახიძე - არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად, უკვე ეუთოც ღიად ჩართეს პროცესში
რუმინეთის საგარეო მინისტრი - საქართველს უნდა ჰქონდეს ჯანსაღი დემოკრატია
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის მზის ენერგიის სექტორის განვითარებაზე შეხვედრა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics