2017-10-17 19:48:23, 2512 ნახვა
საზოგადოება
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა
მეტროსადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტში“ უცხო ქვეყნის მოქალაქე გარდაიცვალა.
აღნიშნული ინფორმაცია „ექსპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვლილი მამაკაცი 60 წლამდეა.
მამაკაცი ვაგონიდან გამოსვლის შემდეგ გახდა შეუძლოდ.
ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმებს ის გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
მამაკაცი სავარაუდოდ, დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა.
ავტორი: ,