06:51 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 16:58:58, 1721 ნახვა

საზოგადოება
გიორგი გახარია: კახა კალაძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია

„კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს ყველა დონის და ყველა სახის ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ეტაპზეც  წარმატებული იქნება“, - ამის შესახებ კახა კალაძისა და ბიზნეს სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 
მისი თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ბიზნესი არის ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა, ამიტომაც, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია ბიზნესის განვითარებისკენ. 
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესმა შეძლოს შექმნას დამატებითი ღირებულება, შეძლოს ეკონომიკის ზრდა და  სამუშაო ადგილები შექმნა. ამ მიდგომით და ამ შემართებით ვიმუშავებთ თბილისთან ერთად იმ პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც კახა კალაძემ დღეს წარმოადგინა. მე მართლაც მოხიბლული ვარ იმ გეგმებით, რომლებიც იყო წარმოჩენილი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კახის შრომისუნარიანობა, მისი მიზანმიმართულობა და მისი ლიდერული თვისებები არის მართლაც მისაბაძი და მას წარმატებას ვუსურვებ“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.  

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics