06:51 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-17 14:19:21, 1918 ნახვა

საზოგადოება
დავით უთმელიძე გაზაფხულის და ალექსანდრე ანდრონიკაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა

„ჩვენი გუნდის მიზანია ქალაქი მოვარგოთ თითოეული თბილისელის ინტერესს, თბილისი ვაქციოთ თანამედროვე, ევროპული ტიპის ქალაქად, სადაც ხალხი იცხოვრებს უკეთეს გარემოში“, - აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა დავით უთმელიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას გააკეთა. 

მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას საბურთალოზე დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო. მისი თქმით, მომავალი 4 წლის განმავლობაში გზების, ესტაკადების, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა იგეგმება.  

„უკვე დაგეგმილია ცინცაძის ქუჩაზე და გაგარინის მოედანზე ესტაკადების მშენებლობა, ასევე უნივერსიტეტის ქუჩაზე, ბიოლოგების კორპუსთან გადასასვლელი ხიდის გაკეთება ბაგების მიმართულებით, რაც კიდევ უფრო გაადვილებს ამ მონაკვეთებზე გადაადგილებას. საბურთალოზე საგზაო ინფრასტუქტურის რეაბილიტაცია უკვე დაგეგმილი და შეთანხმებულია. ჩვენ ამას მალე განვახორციელებთ, მაგრამ ამისთვის გვჭირდება თქვენი თანადგომა და მხარდაჭერა, როგორც არჩევნების დღეს, ისე შემდგომ პერიოდში“, - განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრისას დავით უთმელიძემ. 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics