19:13 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-16 15:47:02, 1945 ნახვა

კომენტარი
კალაძე „ლიდერთა საბჭოს“ განცხადებაზე: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მათი საქმე

„წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ასეა მათი საქმე“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი  კახა კალაძე „ლიდერთა საბჭოს“  განცხადებას.

როგორც კალაძემ აღნიშნა, დღეს თითოეულ პოლიტიკურ ძალას და პოლიტიკოსს თანაბარი პირობები აქვს.

 „თქვენ  ყველას გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წლამდე,  თავპირის მტვრევა, ხელკეტები,  ცოცხები,  სამსახურებიდან გამოყრა, დაშანტაჟება. ყველა არჩევნებზე, რომელიც ჩატარდა 2012 წლის შემდეგ, ნახეთ რა დასკვნებია დადებული საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. დღეს ყველაფერი არის ხელმისაწვდომი და ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკოსს აქვს  შესაძლებლობა თანაბარ პირობებში აწარმოონ საარჩევნო კამპანია“,-აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, თოთხმეტი პარტიისგან შემდგარი „ლიდერთა საბჭო“ „ქართულ ოცნებას“ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics