05:04 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-15 18:39:49, 1845 ნახვა

საზოგადოება
კახა კალაძე: ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში

„თბილისი აუცილებლად უნდა გავხადოთ ქალაქი, სადაც ახალგაზრდები საკუთარ შესაძლებლობებს დაინახავენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

მან ახალგაზრდებს დღეს ვებპლატფორმა გააცნო, რომლის საშუალებით ისინი საკუთარი ხედვების თბილისის მერისთვის წარდგენას და განხილვის შემდეგ მათ განხორციელებას შეძლებენ.

„მინდა წარმოგიდგინოთ პლატფორმა, რომელზეც მიდის მუშაობა და რომელსაც მალე დავასრულებთ. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, ამ პლატფორმის საშუალებით წარმოადგინოთ თქვენი კონკრეტული ხედვები და გეგმები ქალაქთან დაკავშირებით. ჩვენ განვიხილავთ ამ პროექტებს და ერთად შევძლებთ მათ განხორციელებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების განსხვავებული ხედვა აქვთ და ის მზად არის მათთან თანამშრომლობისთვის.

„როდესაც საარჩევნო პროგრამაზე ვმუშაობდით, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაგვიკავშირდა, რომლებსაც ჰქონდათ იდეები, რა და როგორ უნდა გაკეთდეს ქალაქში. მე კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩემი მზაობა თანამშრომლობისთვის, რათა ყველამ მივიღოთ მონაწილეობა და თითო აგური დავდოთ ქალაქის განვითარებასა და წინსვლაში. თქვენ იცით, რომ მართლაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი, ბევრი პროექტია განსახორციელებელი და მე მაქვს თითოეული ახალგაზრდის იმედი ამ საქმეში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა ვებგვერდის გარდა, ახალგაზრდებს თბილისის განვითარების შვიდი პოლიტიკა გააცნო და იმ პროექტებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებას მერად არჩევის შემდეგ გეგმავს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics