|
2017-10-15 12:42:06, 1954 ნახვა
საზოგადოება
ძველ თბილისში კიდევ ერთი ისტორიული შენობის რეაბილიტაცია დასრულდა
კრწანისის რაიონში მე-19 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე მრავალბინიანი სახლის რეაბილიტაცია დასრულდა. გორგასალის III ჩიხში მდებარე ავარიულ შენობაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურისა და კრწანისის გამგეობის ერთობლივი დაფინანსებით გასულ წელს დაიწყო. დასრულებულ სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერი დავით ნარმანია და კრწანისის რაიონის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი გაეცნენ. დავით ნარმანიას თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის მერიამ მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, რათა ისტორიული სტატუსის მქონე შენობა გადარჩენილიყო. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ სახლში მცხოვრები მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა თბილისის მერია ისტორიულ უბნებში, მსგავსი პროექტების განხორციელებას მომავალშიც გეგმავს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ისტორიულ შენობას კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოები ჩაუტარდა, პირვანდელი სახით აღდგა ფასადი და მისი დეკორატიული ელემენტები, მოწესრიგდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, შეკეთდა სახურავი და საწვიმარი მილების სიტემა, მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ქვაფენილი. შენობა, რომელიც 1880-იანი წლებით თარიღდება, წლების განმავლობაში ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც საფრთხეს როგორც აღნიშნული, ასევე მომიჯნავე სახლებისთვის წარმოადგენდა.
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)