04:03 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 15:17:02, 2567 ნახვა

მსოფლიო
კალიფორნია: დამოუკიდებლობას უფრო მარტივად მივაღწევთ, ვიდრე კატალონია - შტატში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

კალიფორნიის "თავისუფლების კოალიცია" (CFC) დარწმუნებულია იმაში, რომ კალიფორნიის გამოყოფა ამერიკის შეერთებული შტატებისგან, გაცილებით მარტივი იქნება, ვიდრე კატალონიის ესპანეთისგან, - ამის შესახებ The Sacramento Bee იუწყება.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ,  კალიფორნიელებს უფრო მეტი სამართლებრივი ინსტრუმენტი გააჩნიათ, რომელიც გამოყოფის კამპანიას თავს წარმატებით გაართმევს.

"ფინანსურად მსგავსება არსებობს (კალიფორნიასა და კატალონიას შორის) - ჩვენ ორივე გავცემთ უფრო მეტს, ვიდრე ვღებულობთ. თუმცა ამერიკის კონსტიტუციაში უფრო მეტი "კომფროტული" დეტალია გაწერილი ვიდრე ესპანეთის. ამიტომ, კალიფორნიას უფრო მეტი სამართლებრივი ინსტრუმენტი გააჩნია, დამოუკიდებლობა გამოაცხადოს",- განაცხადა CFC-ს წარმომადგენელმა დეივ მერინმა.

მედიის ცნობით, მერინი მეათე შესწორებაზე საუბრობს, რომელშიც უფლებამოსილება, რომლის მიხედვითაც კონსტიტუცია არ ითვალისწინებს ფედერალური მთავრობის იურისდიქციას, შტატებს რჩება. ეს, დამოუკიდებლობის გამოცხადების უპირობო უფლებას არ იძლევა, თუმცა მერინი თვლის, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებების შესაძლებლობა არსებობს.

სააგენტო წერს, რომ "თავისუფლების კოალიცია" ხელმოწერებს აგროვებს, რათა ამ საკითხზე ხმის მიცემა 2018 წელს ჩატარდეს. მათი თქმით, მიზანი შტატებისგან აბსოლუტური გამოყოფა არ არის, თუმცა მათ უნდათ კონსტიტუციის შესწორება, რომლის მიხედვითაც კალიფორნია ქვეყნის განუყოფელი ნაწილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics