2015-05-01 14:55:02, 320 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან
მთავრობის ადმინისტრაციაში მინისტრთა კაბინეტის წევრები იკრიბებიან.
ამ დროისთვის იქ იმყოფებიან იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თეა წულუკიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ბერუჩაშვილი, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გელა დუმბაძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ზაქარეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი მინდია ჯანელიძე.
კითხვაზე, რასთან დაკავშირებით იკრიბებიან მთავრობის ადმინისტრაციაში, პაატა ზაქარეიშვილმა უპასუხა, რომ „პრემიერთან ჩვეულებრივი შეხვედრაა“.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან