04:55 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-14 14:02:52, 2093 ნახვა

საზოგადოება
პრემიერმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა და პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება უსურვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

ამასთან, პრემიერმა საქართველოს ქათოლიკოს პატრიარქს აღსაყრდებიდან 40 წლის იუბილე მიულოცა.

"მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, სვეტიცხოვლობა, რომელიც ჩვენი ყველაზე წმინდა ადგილის დღესასწაულია. დღეს 40 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც ამ ტაძარში, 1977 წლის 25 დეკემბერს ჩვენი პატრიარქის აღსაყდრება განხორციელდა. 

მინდა, განსაკუთრებით მივულოცო ჩვენს პატრიარქს, ეს არის მისი პატრიარქობის მე-40 სვეტიცხოვლობა და მინდა, საქართველოს მივულოცო. მინდა, პირველ რიგში უწმინდესს ვუსურვო დღეგრძელობა და საქართველოს - ჩვენი პატრიარქის კიდევ დიდხანს მეუფება ჩვენს ქვეყანაში. 

ეს არის უფლის ძალიან დიდი მადლი და მინდა, ყველას მივულოცო ეს უდიდესი დღესასწაული, საქართველოს ვუსურვო გაძლიერება და კიდევ უკეთესი მომავალი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics