19:14 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 18:17:50, 1934 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის ათთვიანი მცდელობა, საქართველოს კონსტიტუცია კონსენსუსით მიღებულიყო, ჩავარდა.

"ძალიან სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დღეს ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთხელ ერთპარტიული კონსტიტუცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ დაყო პოლიტიკური სპექტრი და საზოგადოება ჩვენიანებად და სხვისიანებად, თქვა, რომ ჩვენ ვართ მართლები და სხვა დანარჩენი მტყუანია, დემოკრატიის საპირისპიროდ კიდევ ერთხელ მოახდინა საკონსტიტუციო უმრავლესობის ძალის დემონსტრირება", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა, რომ დემოკრატია გულისხმობს დიალოგს, შეთანხმებას და არა ხელის გადაგრეხას.

"ამიტომ საქართველოს ისტორიას შეემატა ერთპარტიული კონსტიტუცია და ძალიან ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ ისწავლა მისი წინამორბედი ხელისუფლებისგან, რომელმაც ასევე ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო, თუ როგორ დაამთავრა წინა ხელისუფლებამ, ეს კადრები მაინც, მე ვფიქრობ, ამ ხელისუფლებას აქვს",- აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics