18:50 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-13 14:39:19, 2075 ნახვა

კომენტარი
მათიკაშვილი: თუ დემოკრატია არის საპირისპირო აზრის მოსმენა, რატომ არ მიიღო პრეზიდენტმა მონაწილეობა კომისიის მუშაობაში

მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ანა დოლიძე აღნიშნავს, რომ დემოკრატია მათ შორის არის დიალოგი იმ საზოგადოებასთან, რომელიც მხარს არ გიჭერს. 

ანა დოლიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ სულ ორი საათი დახარჯა პრეზიდენტთან საკონსტიტუციო ცვლილებებზე სასაუბროდ.

საპასუხოდ, დავით მათიკაშვილმა ანა დოლიძეს შეახსენა, რომ გიორგი მარგველაშვილმა უარი თქვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე და მხოლოდ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვებში ჩაერთო. მათიკაშვილისთვის გაუგებარია, თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამგვარად ესმის დემოკრატიის არსი, რატომ თქვა თავად პრეზიდენტმა  უარი დემოკრატიაზე და არ დაჯდა საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან.

 „ქალბატონო, ანა, პატივისცემის მიუხედავად, ჩვენ არ მოგცემთ იმის საშუალებას, რომ პასუხის გარეშე დატოვოთ ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები. თქვენ ბრძანეთ, რომ დემოკრატია ყოფილა თურმე ატანა,  გაძლება, ოპოზიციური აზრის მოსმენა და  დიალოგი იმ საზოგადოებასთან, რომელიც არ გიჭერს მხარს, ან თქვენ გგონიათ, რომ არ  გიჭერს მხარს. რატომ თქვა მაშინ პრეზიდენტმა უარი დემოკრატიაზე,  რატომ არ მიიღო  მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფუნქციონირებაში?! თქვენ „ქართული ოცნების“ დროზე ისაუბრეთ დიალოგთან მიმართებაში,  რამდენი საათი გაატარა პრეზიდენტმა კომისიის წევრებთან- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, კონსტიტუციონალისტებთან, ექსპერტებთან, ოპოზიციასთან დიალოგში სწორედ ამ ფორმატში?!“,-მიმართა დავით მათიკაშვილმა ანა დოლიძეს, რომელიც დეპუტატებს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს აცნობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics