10:18 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-12 17:58:57, 1948 ნახვა

კომენტარი
აბაშიშვილი: პარლამენტიდან დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ხვალ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეგვიშვებენ

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის ინფორმაციით, მათ  პარლამენტიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ხვალ ქუთაისში  პრეზიდენტის სამუშაო ოთახში არ შეუშვებენ.

აბაშიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გაუგებრობას აქვს ადგილი.

 „დღეს ჩემს თანამშრომლებს დაურეკეს საქართველოს  პარლამენტის აპარატიდან  და უთხრეს, რომ ჩვენ  არ შეგვიშვებენ პრეზიდენტის სამუშაო ოთახში. მე ვნახე  კონსტიტუციის მოქმედი რედაქციაც და პროექტიც  არსად არ წერია, რომ პრეზიდენტს უფლება არ აქვს საკუთარი ადმინისტრაციის უფროსი, საკუთარი მაღალი თანამდებობის პირები არ შეუშვას საკუთარ სამუშაო ოთახში. შესაბამისად, მე იმედი მაქვს, რომ  ამ შემთხვევაში გაუგებრობასთან გვაქვს საქმე და ეს საკითხი მოგვარდება“,-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
აშშ ფედერალურ დონეზე აღადგენს სიკვდილით დასჯის მეთოდს დახვრეტის გზით
აშშ-მ თეირანთან მოლაპარაკებების დაწყებამდე ირანის ჩრდილოვან ტანკერებსა და ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას სანქციები დაუწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics