|
2017-10-11 13:39:35, 1937 ნახვა
საზოგადოება
გოგონათა საერთაშორისო დღე გოგონათა კლუბში აღინიშნა
11 ოქტომბერი გოგონათა საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ გოგონათა კლუბის გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ცენტრის დირექტორმა თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს ნოდარ დუმბაძის სახელობის ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ უმასპინძლა და საკუთარი გამოცდილება გაუზიარა. სასაუბრო თემები შეეხებოდა ცხოვრებისეული მიზნების ჩამოყალიბებას და ამ პროცესში საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრებას. თათია ხოჭოლავამ კლუბის წევრებს უამბო იმ სირთულეების დაძლევის შესახებ, რომლების წინაშეც შესაძლოა გოგონები ასაკიდან გამომდინარე აღმოჩნდნენ. გოგონათა საერთაშორისო დღე გაეროს გადაწყვეტილებით 2011 წლიდან აღინიშნება და მისი მიზანია გოგონათა უფლებების დაცვა/აღიარება, გოგონების განათლების მიღების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იმ საკითხებზე, რომლებსაც გოგონები ყოველდღიურად აწყდებიან. 2017 წლის თემაა - „პრობლემებზე გადაუდებელი რეაგირება და მდგრადობის შენარჩუნება”. „გოგონათა კლუბი“ სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ერთ-ერთი პროგრამაა, რომელიც მედიაციის სახლში 2015 წლიდან მიმდინარეობს. მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, საგანმანათლებლო სემინარები და შეხვედრები წარმატებულ ქალებთან. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია. (NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)