00:53 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-10 12:46:16, 2284 ნახვა

მსოფლიო
WP: რუსეთმა აშშ-ის არჩევნებზე გავლენის მოსახდენად, Google-ს დიდი ოდენობით თანხა გადაუხადა

რუსეთის ოპერატიულმა სამსახურებმა მსოფლიოს უდიდეს საძიებო სისტემა Google-ს რეკლამისთვის ათეულობით ათასი დოლარი გადაუხადეს, - ამის შესახებ Washington Post იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, აღნიშნული ფაქტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის გამარჯვებას ემსახურებოდა.

ამასთან, მედიის ცნობით, ამ რეკლამების შეძენის კვალს კრემლთან პირდაპირ დაკავშირებულ იმ ჯგუფთან არ მივყავართ, რომელმაც მსგავსი მიზნების შესასრულებლად მომსახურება Facebook-ისგან შეიძინა.

აღსანიშნავია, რომ  Google-სა და ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურ წარმომადგენლობას ამ საკითხზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, ამერიკის კონგრესის რამდენიმე კომიტეტი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხს უკვე რამდენიმე თვეა იძიებს. გარდა ამისა, აშშ-ის დაზვერვის სამსახურები მიიჩნევენ, რომ ეს პროცესი უშუალოდ რუსეთის პრეზიდენტის მიერ იყო მართული

დონალდ ტრამპმა რუსეთთან ნებისმიერი ტიპის კავშირი არაერთხელ უარყო, მაგრამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ის ფიქრობდა ამ „რუსეთთან დაკავშირებულ საკითხზე“ მაშინ, როდესაც  FBI-ის უფროსის ჯეიმს კომის გათავისუფლება გადაწყვიტა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ირანმა რუსი უმდიდრესი ოლიგარქის იახტას ჰორმუზის სრუტის გავლით ნება დართო
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
კობახიძე - ყველა პარამეტრით ვუსწრებთ უკრაინას და მოლდოვას
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics