|
2017-10-09 18:03:01, 3430 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს ვეტო დაადო. გიორგი მარგველაშვილი დოკუმენტს პარლამენტს მოტივირებული შენიშვნებით უკან უგზავნის. პრეზიდენტის შენიშვნებში კონსტიტუციის პროექტის 6 პუნქტი მოხვდა. ესენია: ბონუსების და ბლოკების სისტემა, საკონსტიტუციო სასამართლო, აღმსარებლობის თავისუფლება, პროპორციული არჩევნების დანიშვნა 2020 წლისთვის და პრეზიდენტის არჩევის წესი. "დღეს მე და გადავგზავნი საქართველოს პარლამენტში კონსტიტუციასთან მიმართებაში მოტივირებულ შენიშვნებს. მოტივირებული შენიშვნები ამ კონკრეტულ შემთხვევაში განსაკუთრებულად დაიწერა. თუ აქამდე მოტივირებულ შენიშვნებს ვწერდით ჩვენი შეხედულებებიდან გამომდინარე, კონსტიტუციასთან მიმართებაში გადაწყდა, რომ ამოსავალი ყოფილიყო ის მთავარი, რის თაობაზეც ამ ერთი წლის განმავლობაში მუდმივად ვსაუბრობდი მეც და მთელი ქართული საზოგადოება. ეს არის კონსენსუსი, შეთანხმება და სწორედ შეთანხმების სულისკვეთებით დაიწერა ეს მოტივირებული შენიშვნები. მოტივირებულ შენიშვნებში პირველი ოთხი საკითხი არის თავიდან ბოლომდე მმართველი პარტიის, ”ქართული ოცნების” საკითხები. ის საკითხები, რომელიც ”ქართულმა ოცნებამ” ვალდებულებით აიღო ჩასასწორებლად ვენეციის კომისიასთან. ეს 4 საკითხი უცვლელად გადმოდის მოტივირებულ შენიშვნებში. ეს არის ბონუსის, ბლოკების, საკონსტიტუციო სასამართლოსა და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხები. მეხუთე საკითხიც ასევე ”ქართულ ოცნებას” ეკუთვნის. ეს საკითხია, რომელსაც საზოგადოებას ვესაუბრებოდით, თუნდაც საკონსტიტუციო განხილვების დროს, იმ პერიოდში, როდესაც გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გვესაუბრა კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. ეს არის 2020 წელს პროპორციული არჩევნების დანიშვნის საკითხი. ამ საკითხს ვინც იცნობს, იცის რომ მმართველ გუნდს კონსტიტუციის მიღების მომენტში აკლდა ხმები სწორედ ამ საკითხიდან გამომდინარე, მაგრამ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციასთან იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ ოპოზიციური ხმები იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნება" ამ საკითხის გატანას მხარს დაუჭერს, იქნება დამატებული. ბოლო საკითხი ეხება პრეზიდენტის არჩევის წესს. ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა. აქაც გადავწყვიტე არ ვიყო ხისტი და ერთმნიშვნელოვნად არ იქნას წარდგენილი შეთავაზება და ის გადავდოთ მომავლისთვის. ჩვენ მივიღებთ კონსტიტუციას რომელსაც ექნება ოპოზიციის ხმები და მხარდაჭერა", - განაცხადა მარგველაშვილმა და პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთხოვდა, ვეტო დაედო მხოლოდ ვენეციის კომისიასთან შეთანხმებულ ორ საკითხზე. კერძოდ, საუბარი იყო ბონუსის გაუქმებასა და ბლოკების ერთჯერადად დატოვებაზე. თუმცა, გიორგი მარგველაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით 117 ხმით დაამტკიცა, ხელი არ მოაწერა.
საქართველოში უფრო მეტი ადამიანი დაუსაქმებელი რჩება, დასაქმების დონე 0.2 პროცენტული პუნქტით შემცირდა
მეუფე იოანე - აშკარაა, რომ გამოცდილება მეუფე შიომ მიიღო უშუალოდ პატრიარქთან ურთიერთობისას
მეუფე ანდრია - 3 კანდიდატია და სამივე მოსალოდნელია პატრიარქი გახდეს
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)