02:06 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 13:59:04, 1961 ნახვა

საზოგადოება
„პატრიოტთა ალიანსმა“ საქართველო-ნატო-რუსეთის კომისიის შექმნის მოთხოვნით, აქცია გამართა

მთავრობის ადმინისტრაციასთან „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია გაიმართა.

აქციის მონაწილეებმა მთავრობას მიმართეს და მოუწოდეს, ქვეყანაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით კომისია შეიქმნას. მათ ასევე საქართველო-ნატო-რუსეთის კომისიის შექმნაც მოითხოვეს.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციას და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს წითელი ბარათები უჩვენეს.

„23 დღეა ვშიმშილობთ არავინ დაინტერესებულა მმართველი გუნდიდან მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობით. ჩვენი მთავარი მოთხოვნებია შეიქმნას კომისია „საქართველო-ნატო-რუსეთის“ საკითხის განსახილველად. თუ არ იქნება შეთანხმება ნატოსა და რუსეთს შორის, მდგომარეობა საქართველოში არ გაუმჯობესდება. ჩვენ ასევე ვითხოვთ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს მთავარი პრიორიტეტი ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით, ასევე ვითხოვთ კრედიტების ზედა ზღვარის 6%- დან 9 %-მდე შემცირებას. კიდევ ერთი მოთხოვნაა გადაიხედოს იპოთეკით დაზარალებულ ადამიანთა მდგომარეობა და აღდგეს სოციალური შემწეობა იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეეზღუდა. მთავარი არბიტრი არის საქართველოს მოსახელობა და ეს არბიტრი დღეს საქართველოს მთავრობას წითელ ბარათს გადასცემს“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

„პატრიოტთა ალიანსი“ პერმანენტულ აქციებს აანონსებს.

დღევანდელ აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანი იყო შეკრებილი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics