02:06 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-09 09:36:42, 1808 ნახვა

საზოგადოება
10 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით უმეტესად წვიმიან ამინდებს პროგნოზირებენ

10 ოქტომბრიდან საქართველოს მასშტაბით უმეტესად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 9 ოქტომბერს +27 გრადუსი იქნება, 10 ოქტომბერს ზოგან წვიმაა  მოსალოდნელი, ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, 11 ოქტომბერს +21 გრადუსი და უმეტეს რაიონებში წვიმააა ნავარაუდევი.

 დედაქალაქ თბილისში 9 ოქტომბერს  +25 გრადუსი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 10 ოქტომბერს  +23 გრადუსი იქნება, შესაძლებელია წვიმა, 11 ოქტომბერს +18 გრადუსი და წვიმაა ნავარაუდევი.

დასავლეთ საქართველოს ბარში  9 ოქტომბერს ზოგან გაწვიმდება, ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, 10 ოქტომბერს +21 გრადუსი იქნება, ზოგან ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, 11 ოქტომბერს  +21 გრადუსი იქნება, ზოგან იწვიმებს.

მთიან და მაღალმთიან რაიონებში შედარებით დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics