01:11 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-10-07 16:18:33, 2018 ნახვა

საზოგადოება
ლევან იზორიამ მოსახლეობას თბილისობა მიულოცა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მოქალაქეებს „თბილისობა“ მიულოცა.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, თბილისი ყოველდღიურად ყალიბდება სიცოცხლით სავსე ქალაქად, რომელშიც შერწყმულია თანამედროვეობა და ტრადიციულობა.

,,ვულოცავ საქართველოს, განსაკუთრებით თბილისელებს თბილისობას. თბილისი ყოველდღიურად ყალიბდება სიცოცხლით სავსე ქალაქად, რომელშიც შერწყმულია თანამედროვე - ტრადიციულთან. ამას მოწმობს ტურისტების მზარდი ნაკადი. ის ხდება ყოველთვის მიმზიდველი ქალაქი, გამომდინარე უსაფრთხოების დონიდან, გამომდინარე იმ განვითარების დონიდან, რომელიც ჩვენს ქალაქს ეტყობა. მომავალშიც, თითოეული ჩვენთაგანი ყველაფერს გააკეთებს, რომ უფრო მეტად მიმზიდველი ცენტრი გახდეს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის, თავისი ინფრასტრუქტურით, თავისი ისტორიით და თანამედროვე შტრიხებით. ასე რომ ყველას გილოცავთ და ასეთი მრავალი ლამაზი დღეები მომავალში მინდა თითოეულ თბილისელს და საქართველოს მოქალაქეს ვუსურვო’’, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

გარდა ამისა, ლევან იზორიამ აღნიშნა, რომ თავდაცვის სამინისტროს ორკესტრს, დღეს 25 წელი შეუსრულდა. მისივე თქმით, იუბილესთან დაკავშირებით, ხვალ თბილისს გერმანიიდან და ესტონეთიდან მათი კოლეგები ეწვევიან.

,,დღეს, ჩვენ, თავდაცვის უწყება, ჩართულები ვიყავით ამ ლამაზ დღესასწაულში ჩვენი ორკესტრით, რომელსაც წელს სიმბოლურად 25 წელი უსრულდება. ხვალ, თბილისობაზე,  მათ კოლეგები ეწვევიან გერმანიიდან და ესტონეთიდან. ეს არი მათი ღვაწლის, შრომის და თავიანთი ქალაქის მიმართ სიყვარულის დაფასება’’, - აღნიშნა ლევან იზორიამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics