|
2017-10-07 09:29:52, 3574 ნახვა
საზოგადოება
„თბილისობა 2017“ - ღონისძიებების პროგრამა
7-8 ოქტომბერს „თბილისობა 2017“ გაიმართება. როგორც „ექსპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, ორი დღის განმავლობაში დედაქალაქში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი: 7 ოქტომბერი • 12:00-20:00 - თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები - ევროპის მოედანი • 12:00 -18:00 - ავტოშოუ - ანტიკვარული და ახალი მანქანების გამოფენა/გაყიდვა - მეტეხის ხიდი • 12:00-19:00 - საბავშვო კუთხე - ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ,ზღაპრის პერსონაჟები, საპნის პუშტების შოუ - რიყის პარკი/ამფითეატრი • 12:00-19:00 - სპორტული კუთხე - ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა - რიყის პარკი • 12:00-19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის - "ახალი ტფილისი" • 12:00-19:00 - ფრანების ფესტივალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის - რიყის პარკი • 12:00-19:00 - ფოტოკვირეული ''ქოლგა თბილისი ფოტო 2017'' - ერთი კადრის ნომინაციაში გასული ფოტოების გამოფენა - ლეღვთახევი • 12:00-22:00 - ღვინის ფესტივალი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია - გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი • 12:00-22:00 - შემოდგომის ნობათი - სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია - გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი • 12:00-22:00 - კულინარიის ფესტივალი - ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო - რიყის პარკი • 12:00-20:00 - მექანიკური სიზმარი - კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით - "ახალი ტფილისი" • 12:00-21:00 - ქართული მარკების ექსპოზიცია -"ახალი ტფილისი" • 12:00-22:00 - საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი - "ახალი ტფილისი" • 11:00-19:00 -"თბილისური სახელოსნოები" - საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის გამოფენა - ილიას ბაღი • 11:00-18:00 - ყვავილების გამოფენა - მცენარეების, ყვავილების თაიგულების, თანამედროვე ავტორების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების და ნახატების გამოფენა - გაყიდვა - ილიას ბაღი • 13:00-13:45 - ბელორუსიის ხალხური, სამეჯლისო ცეკვისა და ვოკალური ანსამბლების წარმოდგენა - რიყის პარკი • 14:00-19:00 - დღის კონცერტები - ევროპის მოედანი: • 14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით • 15:30 - შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მიუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით • 18:00-19:00 - "მილონგა" (ტანგოს საღამო) • 16:00-17:00- "თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოების ცერემონიალი - მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე • 16:00-17:00 - ო.თაქთაქიშვილის სახელობის #19 ხელოვნების სკოლის ბენდის კონცერტი - ''ახალი ტფილისი'' • 18:00-19:00 - კონცერტი - ჯგუფი "სვანსიხი" - "ახალი ტფილისი" • 19:00-23:00 - ელექტრონული მუსიკა - DJ Sumo; DJ Third soul - "ახალი ტფილისი" • 20:00-20:30 - გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა "ხმა დაირისა“ - "ახალი ტფილისი" • 20:30-21:50 - "თბილისური ეზო " - "აქ ემღერება გულს" - ლიზა ბაგრატიონი - რომის ქუჩა N4 • 20:00-21:00 - თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ - ევროპის მოედანი 8 ოქტომბერი • 12:00-20:00 - თბილისთან დაძმობილებული და პარტნიორი ქალაქების პავილიონები - ევროპის მოედანი • 12:00 -18:00 - ავტოშოუ - სპორტული ავტომობილების გამოფენა, საგზაო უსაფრთხოება - მეტეხის ხიდი • 12:00-19:00 - საბავშვო კუთხე - ხატვა, ძერწვა, სახეზე მოხატვა, კარაოკე,მხიარული სტარტები, ანიმატორების კუთხე, დრამერების შოუ,ზღაპრის პერსონაჟები, საპნის პუშტების შოუ - რიყის პარკი/ამფითეატრი • 12:00-19:00 - სპორტული კუთხე - ქართული ჭიდაობა, ჭადრაკი, ნარდი, მხატვრული ტანვარჯიში, აკრობატიკა, ბატუტი, პარკური, ბოჩა (შშმ პირებისთვის), გოლფი, შავფაროსნების შოუ, ძალოსნობა - რიყის პარკი • 12:00-19:00 - საბავშვო გასართობი აქტივობები - პატარა პრინცის მოგზაურობა, ხატვის კუთხე, საბავშვო არქეოლოგია, საბავშვო კულინარია, ვიქტორინა ბავშვებისთვის - "ახალი ტფილისი" • 12:00-19:00 - ფრანების ფესტივალი - სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფრანების გამოფენა, მასტერკლასები ბავშვებისთვის - რიყის პარკი • 12:00-22:00 - ღვინის ფესტივალი - სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი • 12:00-22:00 - შემოდგომის ნობათი - სასოფლო-სამეურნეო ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია, გამოფენა-გაყიდვა - რიყის პარკი • 12:00-22:00 - კულინარიის ფესტივალი - ქართული და სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულო - რიყის პარკი • 12:00-21:00 - მექანიკური სიზმარი - კოსტიუმირებული მსვლელობა/პერფორმანსი მსახიობებისა და მუსიკოსების მონაწილეობით - "ახალი ტფილისი" • 12:00-21:00 - ქართული მარკების ექსპოზიცია - "ახალი ტფილისი" • 12:00-22:00 - საკონდიტრო ფესტივალი - საკონდიტრო ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა, ცნობილი შეფ-მზარეულების პერფორმანსი - "ახალი ტფილისი" • 11:00-18:00 - ხილის ფესტივალი - წარმოდგენილი იქნება ხილის ელემენტებით დამზადებული გვირგვინები, ხილის დეკორაციები, ყვავილები. სხვადასხვა კომპანიები წარადგენენ ხილის კოქტეილებს, წვენებს, მურაბებს და ა.შ. - სიონის ქუჩა • 13:00-14:00 - საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბის ორკესტრისა და გერმანიის სახმელეთო ჯარების მუსიკალური კორპუსის ორკესტრის ერთობლივი კონცერტი - ევროპის მოედანი • 14:00-19:00 - დღის კონცერტები - ევროპის მოედანი: • 14:00 - 14:00 - თეა დარჩია ქართული ცეკვის მასტერკლასით • 15:30 - შერეული ქორეოგრაფიული შოუ პროგრამა: მსოფლიო ხალხთა და სამეჯლისო ცეკვები, 3 ინკლუზიური ნომერი და ცეკვები მუზიკლებიდან. შერეული პროგრამა შედგება 15 ნომრისგან, Elene.B-ის, ვერკა ჯაჯანიძისა და გიორგი სუთიძის, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 3 ადამიანის მონაწილეობით • 18:00-19:00 - "მილონგა" (ტანგოს საღამო) • 18:00-20:00 - კონცერტი - ჯგუფი "გუფი ლენდი" - "ახალი ტფილისი" • 20:00-20:30 - გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასი თბილისის თანამედროვე ბალეტის და რუსუდან მეიფარიანის ანსამბლის ერთობლივი წარმოდგენა "ხმა დაირისა“ - "ახალი ტფილისი" • 20:00 - 23:00 - ელექტრონული მუსიკა -DJ Ericsson - "ახალი ტფილისი" • 20:30-22:00 - "თბილისის საპატიო მოქალაქეების" დაჯილდოება და საზეიმო კონცერტი - აბანოთუბანი / ლეღვთახევი
(NS)
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)